„სევილიამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
ლა ლიგის კლუბმა, „სევილიამ“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მატიას ალმეიდას დათხოვნის შესახებ. 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი და მისი ასისტენტები განთავისუფლებულები არიან თანამდებობებიდან.
ალმეიდა „სევილიაში“ მთავარ მწვრთნელად გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. ამ დროის განმავლობაში ესპანურმა კლუბმა 32 მატჩი ჩაატარა, 10-ჯერ მოიგო, შვიდჯერ ფრედ ითამაშა და 15-ჯერ წააგო, ბურთების სხვაობით – 43:52.
ამ მომენტისთვის „სევილია“ 31 ქულით მე-15 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით აღემატება.