„სევილიამ“ „მანჩესტერი“ დაამარცხა და 2006 წლის შემდეგ მეექვსედ გავიდა ევროპალიგის ფინალში

2006 წლიდან დღემდე ესპანურ „სევილიას“ ევროპალიგა ხუთჯერ აქვს მოგებული. ამჯერად კი მეექვსედ მიუახლოვდა ტიტულს.

ესპანელებმა ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს , ფინალში კი „შახტარი“-„ინტრის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

თამაშის დასაწყისი „მანიუს“ კარგის მეტს არაფერს უქადდა – მე-9 წუთზე ანგარიშიც გახსნა, თუმცა სევილიელებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს გოლის გაქვითვა, 78 წუთზე კი გამარჯვების გოლი დე იონგმა გაიტანა და „სევილიამ“ კიდევ ერთხელ გაამართლა ფრაზა – ევროპალიგა მისთვისაა შექმნილი…

 

სევილია – მანჩესტერი 2:1

გოლები: ბრუნო ფერნანდეში (9 პენ, 0:1 ), სუსო (26, 1:1), დე იონგი (78, 2:1)