„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა – კონტრაქტი 2030 წლამდე გაფორმდა [ვიდეო] #1TVSPORT

16:57, 21.08.2026

გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი „სევილიამ“ ოფიციალურად დაადასტურა – ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„„სევილიამ“ და „სპორტინგმა“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს – ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ქოჩორაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2023 წელს ნორვეგიასთან მატჩში შედგა, მას შემდეგ საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი ჩაატარა (მათ შორის,~ ოთხი ევრო 2024-ზე) და ოთხი გოლი გაიტანა.

გიორგი ქოჩორაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც „სევილიაში“ ითამაშებს“, – წერს „სევილიის“ ოფიციალური გვერდი.

მსგავსი