„სევილიამ“ ევროპა ლიგა ბოლო 14 წელში მეექვსედ მოიგო
„სევილიამ“ ევროპა ლიგა ბოლო 14 წელში მეექვსედ მოიგო

მართალია რომელუ ლუკაკუმ რონალდოს რეკორდი გაიმეორა, თუმცა, სავარაუდოდ, ევროპა ლიგის ფინალში კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, გადამწყვეტი ავტოგოლი გაიტანა და შედეგად „სევილიამ“ ევროპა ლიგა ბოლო ექვს წელში მეოთხედ მოიგო.

არადა ანგარიში სწორედ ლუკაკუმ გახსნა, როდესაც თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დაარტყა ზუსტად. გატანილი გოლის მიუხედავად, მაყურებელს ბელგიელის სხვა ქმედება დაამახოვრდება მეტად – როდესაც მან 74-ე წუთზე დიეგო კარლოსის მაკრატელა საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის ბედი სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა.

მანამდე ლუკ დე იონგმა ორი ზუსტი თავური დარტყმით დუბლი მიითვალა, ხოლო ანგარიში კი დიეგო გოდინმა პირველი ნახევრის მიწურულს გაათანაბრა.

საბოლოოდ, „სევილიამ“ ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა და ევროპა ლიგის თასს ბოლო 14 წელში მეექვსედ დაეუფლა. საინტერესოა, რომ ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერაში არც ერთი ევროტურნირი არ მოუგია, „სევილიას“ მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგისთვის კი ეს პირველი საკლუბო ტიტული იყო.