„სევილიამ“ და „ბარსელონამ“ რაკიტიჩის ტრანსფერზე მოილაპარაკეს
„სევილიამ“ და „ბარსელონამ“ რაკიტიჩის ტრანსფერზე მოილაპარაკეს

„ბარსელონა“ აპირებს ამ სატრანსფერო ბაზრისას ცენტრალურ ნახევარმცველს ივან რაკიტიჩს გამოეთხოვოს.

ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, ხორვატი „სევილიაში“ დაბრუნდება. წყაროს ცნობით, კატალონელებმა და ევროპის ლიგის გამარჯვებულმა 32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ რაკიტიჩს „ბარსელონასთან“ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი რჩება, ის “სევილიაში“ უფასოდ გადავა. ამის სანაცვლოდ, „ბარსელონა“ მიიღებს სევილიელთა რამდენიმე მოთამაშის შეძენაზე ექსკლუზიურ უფლებას, თუ მომავალში კლუბი მათ გაყიდვა მოისურვებს. კერძოდ, კატალონელები ინტერესდებიან მცველებით – დიეგო კარლოსით და ჟიულ კუნდეთი.

რაკიტიჩი „სევილიადან“ „ბარსელონაში“ 2014 წელს 18 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონურ გუნდში მან ოთხჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ოთხჯერ დაეუფლა ესპანეთის თასს და თითოჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას სუპერთასსა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დატოვე კომენტარი