„სევილია“ ქოჩორაშვილის ტრანსფერს ოთხ მილიონ ევროდ გამოისყიდის – ფეხბურთელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება #1TVSPORT

12:31, 20.08.2026

„სევილიამ“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგიდან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ცნობილი გახდა გარიგების დეტალები და ქართველი ფეხბურთელის ესპანეთში ჩასვლის თარიღი – ინფორმაციას ესაპნური და პორტუგალიური გამოცემები ავრცელებენ.

ესტადიო დეპორტივოს“ ინფორმაციით, „სევილიის“ სპორტულმა დირექტორმა, ხოსე იგნასიო ნავარომ ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

„ესპანური კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრანსფერს ახლავე გამოისყიდის. ლისაბონელებმა საწყისი მოთხოვნა (5.5 მილიონი ევრო) საბოლოოდ შეამცირეს და კლუბები შეთანხმდნენ, რომ „სევილია“ 27 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში ოთხ მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება“, – ამტკიცებს „ესტადიო დეპორტივო“.

პორტუგალიური გაზეთი „რეკორდი“ კი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი სევილიაში ხუთშაბათს ჩავა: „20 აგვისტოს, სამედიცინო შემოწმებას გავლის შემდეგ, გიორგი  ქოჩორაშვილი „სევილიასთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ოფციით“.

მსგავსი