ესპანეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა

18:31, 14.11.2018

ესპანეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ყალბი საბუთებით დუბლინში გაფრენას ცდილობდა. როგორც ესპანური მედია წერს, 29 წლის მამაკაცი სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტში დააკავეს. მესაზღვრეებმა მას სლოვაკეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. დაკავების შემდეგ სასამართლომ მამაკაცის დეპორტაციის ბრძანება გასცა.

ესპანური მედიის ცნობით, მხოლოდ წელს სანტიაგო-დე-კომპოსტელას აეროპორტში 14 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.

კანონდამრღვევთა შორის იყვნენ საქართველოს, მოლდოვის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც დუბლინში გამგაზვრებას ცდილობდნენ.

მსგავსი