სესკ ფაბრეგასმა შეიძლება ბუნდესლიგის კლუბი გაწვრთნას #1TVSPORT
სესკ ფაბრეგასმა შეიძლება ბუნდესლიგის კლუბი გაწვრთნას #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბს ჩაუდგეს სათავეში.

37 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომელიც „კომოს“ დამრიგებელია, ერთ-ერთი პრეტენდენტია „შტუტგარტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუ სებასტიან ჰიონესი დატოვებს თანამდებობას.

თავად ჰიონესი მოიაზრება „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელის ადგილზე იმ შემთხვევაში, ჩაბი ალონსო დატოვებს კლუბს და „რეალში“ გადავა. ჰიონესს ასევე უწინასწარმეტყველებენ „ლაიპციგის“ მწვრთნელობას.

ამ მომენტისთვის „კომო“ მე-15 ადგილზეა სერია A-ს ცხრილში.