სესკ ფაბრეგასმა „კომოში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
სესკ ფაბრეგასმა „კომოში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

„კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი გუნდში მუშაობას განაგრძობს. ესპანელმა სპეციალისტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იტალიური კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

39 წლის ესპანელის თავკაცობით „კომომ“ 2025/26 წლების სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა – სერია A-ში ოთხეულში მოხვდა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„გუნდის პრეზიდენტსა და დირექტორთან ვრცელი საუბარი მქონდა, სადაც მომდევნო სეზონის გეგმებზე შევთანხმდით. აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. განვითარებას ვაგრძელებ.

კლუბი საოცარი ტემპით ვითარდება და უკვე ორ-ნახევარი წელია, ყველა მოლოდინს ვაჭარბებთ. დღეიდანვე ვიწყებთ მზადებას იმ რთული და განსხვავებული სეზონისთვის, სადაც ევროტურნირებზე მოგვიწევს ასპარეზობა.

მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, თუ „სანტიაგო ბერნაბეუსა“ ან „კამპ ნოუზე“ მოუმზადებლები ჩავალთ, შესაძლოა 6 ბურთი მივიღოთ. ამიტომ ჩვენი თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ და ახალ გამოწვევებს სათანადოდ დავხვდეთ“, – აღნიშნა ფაბრეგასმა.