სესკ ფაბრეგასი „მილანის“ მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT
სესკ ფაბრეგასი „მილანის“ მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი ფავორიტია #1TVSPORT

იტალიური „კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სესკ ფაბრეგასმა, შესაძლოა, კარიერა „მილანში“ გააგრძელოს.

გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 37 წლის სპეციალისტი ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი და ფავორიტია სერჟიო კონსეისაოს შეცვლაზე, რომელმაც მილანური კლუბი 2024 წლის ბოლოს ჩაიბარა.

ასევე აღნიშნავენ, რომ „მილანი“ განიხილავს მაურიციო სარისა და რობერტო დე ძერბის ვარიანტებს. უფრო ადრე დაიწერა „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელის ჩავის მიმართ დაინტერესებაზეც.

„მილანს“ ზედიზედ სამი წაგება დაუგროვდა სერია A-ში და 41 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.