სერლოტს არველაძის რეკორდამდე ორი გოლი აშორებს
სერლოტს არველაძის რეკორდამდე ორი გოლი აშორებს

თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „ტრაბზონის“ ნორვეგიელმა თავდამსმხელმა ალექსანდრე სერლოტმა „ანკარაგუჯუს“ გაუტანა და მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებში გატანილი გოლების რაოდენობა 28-მდე გაზარდა, რითაც შოთა არველაძის რეკორდს მიუახლოვდა.

თუ ნორვეგიიის ნაკრების ფეხბურთელი დარჩენილ მატჩებში ორ გოლს გაიტანს, ის იმ რეკორდს გაიმეორებს, რომელიც თურქული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნის.

შოთა არველაძემ რეკორდი 1995-96 წლების სეზონში დაამყარა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში საშინაო და საერთშორისო სარბიელზე „ტრაბზონის“ ფორმით სულ 30 გოლი გაიტანა, აქედან 25 თურქეთის ლიგის მატჩებში მოახერხა.

„ტრაბზონის“ ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები

1 – 1995-96 / შოთა არველაძე (30 გოლი)

2 – 2019-20 / ალექსანდრე სერლოტი (28 გოლი – სეზონს აგრძელებს)

3 – 2013-14 / პაულო ენრიკე (21 გოლი)

4 – 2014-15 / ოსკარ კარდოზო (20 გოლი)