სერხიო როდრიგესი - „რეალთან“ მატჩს განსაკუთრებულად ველოდები
სერხიო როდრიგესი - „რეალთან“ მატჩს განსაკუთრებულად ველოდები

ცსკას“ ესპანელმა მცველმა სერხიო როდრიგესმა განაცხადა, რომ იგი „რეალთან“ მატჩს განსაკუთრებული განწყობით ელოდება.

არმიელები ევროლიგის მორიგ ტურში, მადრიდულ კლუბს უმასპინძლებენ. როდრიგესმა „რეალში“ ექვსი სეზონი გაატარა.

„მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ რეალთან დაპირისპირება ჩემთვის ევროლიგის ერთ-ერთი რიგითი მატჩია. მე განსაკუთრებული განწყობით ვხვდები ამ შეხვედრას. შევეცდები ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთო,რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენ კარგ ფორმაში შევედით, ამიტომაც შევეცდებით მადრიდელები ზედიზედ მეორედ დავამწუხროთ“, – განუცხადა ესპანელმა ჟურნალისტებს.