სერხიო რამოსს „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება
სერხიო რამოსს „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრება

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი, შესაძლოა, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ „ატლეტიკოსთან“ მადრიდული დერბის დროს მომხდარი ინციდენტის გამო. ამის შესახებ გამოცემა „სპორტი“ წერს.

მატჩის დროს, რამოსმა უცენზურო სიტყვები გამოიყენა მსაჯის დედის მისამართით. ლიგის საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს 33 წლის ფეხბურთელის საქციელს და განსაზღვრავს სასჯელის ხარისხს. თუ რამოსს ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ, ის გამოტოვებს მატჩებს – „გრანადასთან“, „მალიორკასთან“, „ბარსელონასთან“ და „ლეგანესთან“.

მადრიდული დერბი ფრედ, 0:0 დასრულდა.

მატჩი „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის რანგში 26 ოქტომბერს გაიმართება ბარსელონაში „კამპ ნოუს“ სტადიონზე. დაწყების დროა 15:00 საათი.