სერხიო რამოსმა ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა
სერხიო რამოსმა ზიდანის დაბრუნებაზე ისაუბრა

უკვე ახალი ამბავი აღარაა, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდა. ოდნავ მოგვიანებით, თუმცა მაინც, ამ თემაზე გუნდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმაც გააკეთა კომენტარი.

„მისი დაბრუნებით ყველანი გახარებულები ვართ. ბევრს ჰგონია, რომ გუნდში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, თუმცა ასე არაა. მე გუნდის კაპიტანი ვარ და ამის მოედანზე დამტკიცებას ვცდილობ. „რეალის“ გადაწყვეტილებებში ოდნავადაც არ ვერევი“, – განაცხადა რამოსმა.