სერხიო რამოსმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიხსენა (ვიდეო)

15:44, 25.05.2020

მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის ფინალში, 93-ე წუთზე  გატანილი გოლი გაიხსენა. ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო ვარჯიშიდან, რომელშიც იმ თავურს იმეორებს, რომელმაც გუნდი ძირითად დროში დამარცხებას გადაარჩინა.

„92.48 წუთი. ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ისტორია შეიცვალა. არასრდროს მომბეზრდება ამის გამეორება. არასდროს დავიღლები ამ შეგრძნებისგან“, – დაწერა რამოსმა.

შეგახსენებთ, 2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 24 მაისს გაიართა, „რეალ მადრიდმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა. მანამდე, ძირითად დროში, ატლეტიკომ ანგარიში 36-ე წუთზე გახსნა და 93-ე წუთამდე იგებდა.

მსგავსი