სერხიო რამოსმა შესაძლოა რეალი დატოვოს

20:50, 10.03.2019

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ესპანური კლუბი დატოვოს და ტურინის იუვენტუსში გადავიდეს, – წერს კალჩომერკატო (Calciomercato).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მადრიდელთა დაცვის ლიდერი უკმაყოფილოა იმით, რომ მალე კლუბში მთავარ მწვრთნელად მივა ჟოზე მოურინიო, რომელიც უკვე ავარჯიშებდა რეალს 2010-13 წლებში. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, რამოსს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან.

32 წლის ფეხბურთელს მადრიდელებთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, იუვენტუსი კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება ფეხბურთელის წაყვანას.

მსგავსი