სერხიო რამოსმა ლიგის შარშანდელ ფინალში დანი ალვეშს ჩაუტარა ძიუდოს ილეთი (ვიდეო)

სოციალურ ქსელში სამი დღეა გრძელდება კამათი “რეალის” მცველის სერხიო რამოსის ჯარიმაზე “ლივერპულის” ფორვარდის მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ, რომელიც ეგვიპტელის ტრავმით დასრულდა.

“ტვიტერის” მომხმარებლებმა აღმოაჩინეს მომენტი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალიდან, რომელშიც “რეალი” და “იუვენტუსი” ხვდებოდნენ ერთმანეთს. 31-ე წუთზე, სერხიო რამოსმა აბსოლუტურად იგივე ილეთი შეასრულა დანი ალვეშის წინააღმდეგ. მაშინ ეს ეპიზოდი დაივიწყეს, რადგან ბრაზილიელმა ტრავმა აიცილა თავიდან, რამოსმა კი ყვითელი ბარათი მიიღო.

სხვათა შორის, ფინალში “ლივერპულმა” სალაჰის ტრავმამდე 25 წუთის განმავლობაში ცხრა დარტყმა შეასრულა, ეგვიპტელის გამოვარდნის შემდეგ, 65 წუთში – სამი დარტყმა.