სერხიო რამოსმა კარიერაში მე-800 მატჩი ჩაატარა
სერხიო რამოსმა კარიერაში მე-800 მატჩი ჩაატარა

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის გამოტოვებული მატჩი სტუმრად „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და ეს იყო მე-800 მატჩი, რომელიც სერხიო რამოსმა კარიერაში ჩაატარა.

აქედან, ესპანელს 589 მატჩი დაუგროვდა „რეალის“ შემადგენლობაში, 50 – „სევილიაში“ და 161 – ესპანეთის ნაკრებში. მიმდინარე სეზონში რამოსს 17 მატჩი დაუგროვდა „რეალის“ მაისურით, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს. გუნდთან ერთად მას ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი. აგრეთვე, ორჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი.

„ვილიარეალისა“ და „რეალის“ შორის კი მატჩი 2:2 დასრულდა. „სამეფო კლუბი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ შვიდი ქულით ჩამორჩება.