სერხიო რამოსმა გულშემატკივრების გამოკითხვაში ვან დეიკს აჯობა
სერხიო რამოსმა გულშემატკივრების გამოკითხვაში ვან დეიკს აჯობა

ცნობილმა პორტალმა „გივმისპორტ“-მა (GiveMeSport) მორიგი საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა – გულშემატკივრებს „ფეისბუქის“ მეშვეობით უნდა გაკეთებინათ არჩევანი „რეალისა“ და „ლივერპულის“ მცველებს – სერხიო რამოსსა და ვირჯილ ვან დეიკს შორის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 168 ათასმა რესპოდენტმა.

გამარჯვება რამოსმა მოიპოვა, რომელმაც ხმების 55 პროცენტი დაისაკუთრა.

ვან დეიკი 2019 წელს, „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩა.

უფრო ადრე, ანალოგიური გამოკითხვა ჩატარდა ლეგენდარულ მეკარეებს – ჯანლუიჯი ბუფონსა და იკერ კასილიასს შორის საუკეთესოს გამოსავლენად. გამარჯვება ბუფონმა მოიპოვა.