მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის დატოვებას აპირებს, – ამის შესახებ რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა დაწერა.
33 წლის ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტისა და ჩინეთის სუპერლიგაში უფასოდ გაშვების თხოვნით მიმართა.
სერხიო რამოსი 2005 წლიდან თამაშობს “რეალში” და 606 მატჩი და 84 გოლი დააგროვა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.