სერხიო რამოსმა ახალი ტრავმა მიიღო #1TVSPORT
სერხიო რამოსმა ახალი ტრავმა მიიღო #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა სერხიო რამოსმა ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო.

გაზეთი Le Parisien-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი იძულებული გახდა პარასკევს ვადაზე ადრე დაეტოვებინა ვარჯიში, შაბათს კი ვერ შეძლო თანაგუნდელებთან ერთად სავარჯიშოდ გასვლა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ამ სეზონში, რომელიც რამოსმა ტრავმის გამო ვერ დაიწყო, მცველმა ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.