სერხიო რამოსის ვალი 35 მილიონს აღწევს
სერხიო რამოსის ვალი 35 მილიონს აღწევს

ესპანურმა პრესამ გაარკვია, რატომ სურს მადრიდის „რეალის“ დატოვება მის კაპიტან სერხიო რამოსს. საქმე ფეხბურთელის ფინანსურ პრობლემებშია. რამოსს ჩინეთში გადასვლა სარფიანი კონტრაქტის მისაღებად სურს, რის შედეგადაც საკუთარი მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ფეხბურთელს ბანკ „სანტანდერთან“ 35 მილიონი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა. ბანკს ამ ფულის დაბრუნება სურს. 33 წლის რამოსმა მადრიდში მიწა შეიძინა, რომელზეც საცხოვრებელი სახლების აშენება სურდა, მაგრამ ქალაქის მთავრობისგან უარი მიიღო და გეგმების რეალიზება ვერ შეძლო. ამის შემდეგ, მან კრედიტის დაბრუნება ვერ მოახერხა.

ახლა, ესპანელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბანკთან ვალის გადახდაზე. არსებობს ვარიანტი, რომ ის დააბრუნებს შეძენილ მიწას. თუმცა, თავად ფეხბურთელს ურჩევნია, კრედიტორები ჩინეთში გამომუშავებული ფულით გაისტუმროს.