სერხიო რამოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
სერხიო რამოსის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მადრიდის „რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა სამედიცინო შემოწმება გაიარა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც მადრიდელებმა „რეალ სოსიედადი“ 2:1 დაამარცხეს.

ექიმებმა არ დაადასტურეს მუხლის სერიოზული დაზიანება, მაგრამ „რეალის“ კაპიტანი იძულებული იქნება „მალიორკასთან“ შემდეგი ტურის მატჩი გამოტოვოს.

სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა არ გარისკოს რამოსის ჯანმრთელობით, ამიტომაც საშუალებას მისცემს მას, „ესპანიოლთან” შეხვედრისთვის მშვიდად მოემზადოს.

ამ სეზონში სერხიომ 28 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და შვიდი გოლი გაიტანა.