სერხიო რამოსი - ზიდანი ჩვენი წარმატების გასაღებია
სერხიო რამოსი - ზიდანი ჩვენი წარმატების გასაღებია

„სამეფო კლუბმა“ 2019/2020 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. ლა ლიგას 37-ე ტურში მადრიდელებმა „ვილიარეალი“ დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში უახლოესი მდევრებისთვის მიუწვდომლები გახდნენ.

„რეალის“ მცველმა, სერხიო რამოსმა მისი გუნდის ჩემპიონობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა.

„ჩვენ ჩემპიონის ტიტული დიდი შრომის, თავდადებისა და სტაბილურობის ხარჯზე მოვიპოვეთ, – ციტირებს რამოსის სიტყვებს „მარკა“. – ზიდანი კი ჩვენი წარმატების გასაღებია. რასაც ის ხელს მოკიდებს, ყველაფერი ოქროდ გადაიქცევა ხოლმე, ზიდანი უნიკალურია.

კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს. არ მგონია, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემები შემექმნას. მე რეალში ყოფნას ვაპირებ და გუნდიდან ჩემს გაშვებას არც კლუბის პრეზიდენტი გეგმავს“.