სერხიო რამოსი „სევილიის“ ახალი მფლობელია #1TVSPORT

17:04, 12.05.2026
PARIS, FRANCE - MAY 13 : Sergio Ramos of PSG during the Ligue 1 Uber Eats match between PSG and Ajaccio at Parc des Princes on May 13, 2023 in Paris, France. (Photo by Tnani Badreddine/DeFodi Images via Getty Images)

სერხიო რამოსი „სევილიის“ ახალი მფლობელი გახდება.

ესპანეთის ნაკრებისა და „რეალის“ ყოფილმა მცველმა და ინვესტორთა ჯგუფმა, რომელსაც ყოფილი ფეხბურთელი უდგას სათავეში, დაასრულეს კლუბის შეძენის პროცესი, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. უახლოეს პერიოდში გარიგება იურიდიულად ოფიციალურად გაფორმდება, რასაც მოჰყვება ოფიციალური განცხადება.

ადრე ცნობილი გახდა, რომ გარიგების თანხამ 450 მილიონი ევრო შეადგინა.

სერხიო რამოსი „სევილიას“ აღზრდილია და მის რიგებში 2003-05 წლებში, აგრეთვე 2023-24 სეზონში თამაშობდა.

მსგავსი