სერხიო რამოსი საფეხბურთო კლუბ „სევილიის“ საკონტროლო პაკეტის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT

11:02, 02.01.2026

სერხიო რამოსი, შესაძლოა, მშობლიურ კლუბ „სევილიაში“ ახალი ამპლუით დაბრუნდეს, ინვესტორებთან ერთად კლუბის საკონტროლო პაკეტი შეიძინოს და პრეზიდენტი გახდეს, – ინფორმაციას გამოცემა COPE ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რამოსის ჯგუფის მიერ წარდგენილი ფინანსური წინადადება სარეკორდოა – ის აღემატება კლუბის არსებობის ისტორიაში აქამდე მიღებულ ნებისმიერ შეთავაზებას.

რამოსი „სევილიის“ აკადემიის აღზრდილია და მისი პროფესიული კარიერაც 2004 წელს ამ კლუბში დაიწყო. მადრიდის „რეალსა“ და პსჟ-ში გატარებული წლების შემდეგ, 2023/24 წლების სეზონში მცველი მშობლიურ გუნდში დაბრუნდა და ესპანეთის ჩემპიონატში ერთი სეზონი გაატარა.

სერხიო რამოსს ესპანეთის ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 180 მატჩი აქვს ჩატარებული. კარიერის მანძილზე ის ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონი ეროვნულ გუნდთან ერთად.

მსგავსი