სერხიო რამოსი საფეხბურთო კარიერას მექსიკურ გუნდში, „მონტერეი რაიადოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
სერხიო რამოსი საფეხბურთო კარიერას მექსიკურ გუნდში, „მონტერეი რაიადოსში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გამოცდილი ესპანელი მცველი სერხიო რამოსი ფეხბურთს უბრუნდება. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი კარიერას მექსიკურ „მონტერეი რაიადოსში“ გააგრძელებს.

38 წლის რამოსი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და 93-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის თავისუფალი აგენტი 2023/2024 წლის სეზონის დასრულების შემდეგ გახდა.

„მონტერეი“ მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატში 4 ტურის შემდეგ ცხრილში მე-13 ადგილზეა. გუნდის მთავარი მწვრთნელი არგენტინელი მარტინ დემიკელისია.

სერხიო რამოსი საფეხბურთო კარიერას „სევილიაში“ იწყებდა. 2005 წელს ის მადრიდის „რეალს“ შეუერთდა და ამ გუნდის რიგებში 650 მატჩი ჩაატარა. „სამეფო კლუბთან“ ერთად მან ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხოლო ხუთჯერ ლა ლიგა მოიგო. ბოლოს რამოსი ისევ „სევილიაში“ თამაშობდა.

ესპანეთის ნაკრების რიგებში სერხიო რამოსმა 180 მატჩში მიიღო მონაწილეობა.