სერხიო რამოსი „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავს
სერხიო რამოსი „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავს

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი დარწმუნებულია, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას შეძლებს.

„მედია ამის შესახებ ბევრს ლაპარაკობს ბოლო დროს. კლუბთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კონტრაქტს გავახანგრძლივებ. თუმცა, ახლა ყველაზე მთავარი ესპანეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე კონცენტრირებაა“, – უთხრა რამოსმა ესპანურ გამოცემა „ასს“ (As).

რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „სევილიას“ ღირსებას იცავდა. სამეფო კლუბმა მასში 27 მილიონი ევრო გადაიხადა.

წლევანდელ სეზონში 33 წლის მცველმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი გოლი გაიტანა და შვიდჯერ მიიღო ყვითელი ბარათი.

მისი მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.