სერხიო რამოსი „რეალ მადრიდიდან“ წასვლას გეგმავს
სერხიო რამოსი „რეალ მადრიდიდან“ წასვლას გეგმავს

სერხიო რამოსი „რეალ მადრიდიდან“ წასვლის შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN) ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით.  გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კლუბი თავისი კაპიტნის შენარჩუნებას ეცდება, თუმცა ამ საკითხში იმდენად მონდომებული არ იქნება, როგორიც ორი-სამი წლის წინ იქნებოდა.

რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

ინფორმაცია მისი „რეალიდან“ შესაძლო წასვლის თაობაზე ესპანურმა პრესამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი კარიერას სახვა ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

სერხიო რამოსმა „რეალ მადრიდთან“ ერთად 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა (4), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (4), უეფას სუპერთასი (4), ესპანეთის ჩემპიონატი (4), ესპანეთის სუპერთასი (3) და ესპანეთის სამეფო თასი (2).