სერხიო რამოსი ორ კვირას გამოტოვებს
სერხიო რამოსი ორ კვირას გამოტოვებს

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი 10-15 დღით გამოვიდა მწყობრიდან იმ ტრავმის გამო, რომელიც მან ესპანეთის სუპერთასის ფინალში მიიღო.

კვირას, „რეალმა“ თავისი არსებობის ისტორიაში მეთერთმეტედ მოიგო სუპერთასი, როცა პენალტების სერიაში დაამარცხა მადრიდის „ატლეტიკო“. მეორე ტაიმში რამოსი ცუდად დაეცა მინდორზე საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ და ფეხი გადაიბრუნა. ამის შემდეგ, მცველმა გააგრძელა თამაში და პენალტების სერიაში გადამწყვეტი 11-მეტრიანი გაიტანა.

წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი დაახლოებით ორ კვირას გამოტოვებს კოჭის დაზიანების გამო. ამ სეზონში რამოსს 24 მატჩი დაუგროვდა ყველა ტურნირზე და ხუთი გოლი გაიტანა.