სერხიო რამოსი - მოვკვდები პსჟ-სთვის „რეალთან“ მატჩში #1TVSPORT
სერხიო რამოსი - მოვკვდები პსჟ-სთვის „რეალთან“ მატჩში #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა სერხიო რამოსმა თავისი ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრის შემდეგ. მერვედფინალში პარიზული კლუბი რამოსის ყოფილ გუნდს „რეალს“ შეხვდება.

„როცა თვითმფრინავში შევედი, მოწინააღმდეგე იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“. ეს მეტოქე მომეწონა. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ წილისყრა ტექნიკური შეცდომებით ჩატარდა და პროცედურა გაიმეორეს, ყველაზე ნაკლებად „რეალთან“ დაპირისპირება მსურდა, მაგრამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაბრუნება – სიხარულის საბაბია. ვერ შევძელი გულშემატკივრებთან გამოთხოვება კორონავირუსის გამო. ეს ბედის ირონიაა. თქვენ იცით, როგორ მიყვარს „რეალი“, მაგრამ, ახლა, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ამ გუნდს ჩემი იმედი აქვს. მე მოვკვდები პსჟ-სთვის“, – განაცხადა რამოსმა.