სერხიო რამოსი - მინდა, კარიერა „რეალში“ დავასრულო
სერხიო რამოსი - მინდა, კარიერა „რეალში“ დავასრულო

„რეალ მადრიდის“ მცველი სერხიო რამოსი გუნდში თავისი მომავლის შესახებ კომენტარს აკეთებს.

„როდესაც სამუშაოს კარგად ასრულებ, ეს აუცილებლად გინაზღაურდება. ზედიზედ ათი მატჩის მოგება დიდი მიღწევაა. ეს ატიპიური სეზონი იყო და შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თანახმა ვარ ყველაფერზე, რასაც პრეზიდენტი მოინდომებს. მინდა, რომ კარიერა „რეალში“ დავასრულო და არა მგონია, ამ საკითხში პრობლემა შემექმნას“, – მოჰყავს რამოსის სიტყვები ესპანურ გამოცემა „ასს“ (As).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში მადრიდელებმა „ვილიარეალი“ 2-1 დაამარცხეს და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდეს.