სერხიო რამოსი ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა #1TVSPORT
სერხიო რამოსი ევროპაში დაბრუნებასთან ახლოსაა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი სერხიო რამოსი შეიძლება ევროპულ ფეხბურთში დაბრუნდეს, – ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Actu Foot წერს.

წყაროს ცნობით, ვეტერანი ესპანელის გაფორმებით დაინტერესებულია საფრანგეთის ჩემპიონატის აუთსაიდერი „ნიცა“. რამოსსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

„ნიცა“ განიხილავს მიმდინარე სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას ცენტრალურ მცველთან, რომელიც მოწადინებულია ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებისკენ. აღნიშნავენ, რომ ფრანგული გუნდის გეგმები სერიოზულია და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

39 წლის რამოსის ბოლო კლუბი იყო მექსიკური „მონტერეი“, რომელიც დეკემბრის დასაწყისში თავისუფალი აგენტის რანგში დატოვა.