სერხიო რამოსი ელ-კლასიკოსა და „ლივერპულთან“ ორივე შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
სერხიო რამოსი ელ-კლასიკოსა და „ლივერპულთან“ ორივე შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველმა სერხიო რამოსმა მორიგი ტრავმა მიიღო. ამჯერად, 35 წლის ფეხბურთელს კუნთის დაზიანება დაუდგინეს, – წერს კლუბის პრესსამსახური.

ჟურნალისტ ხოსე ლუის სანჩესის ინფორმაციით, მცველი დაახლოებით ერთი თვით გამოვიდა მწყობრიდან.

ასე რომ, რამოსი არ ითამაშებს „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალში, ასევე გამოტოვებს 10 აპრილს ელ-კლასიკოს „ბარსელონას“ წინააღმდეგ.

თავად რამოსმაც „ინსტაგრამში“ დაადასტურა, რომ გამოტოვებს ამ სამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას.