სერხიო რამოსი და პიკე ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში შეიყვანეს
სერხიო რამოსი და პიკე ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში შეიყვანეს

მადრიდის „რეალისა“ და „ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველებმა – სერხიო რამოსმა და ჟერარ პიკემ მიწვევა მიიღეს ესპანეთის ოლიმპიური ნაკრებისგან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის, – დაწერა გამოცემა Mundo Deportivo-მ.

უფრო ადრე, გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს „ბარსელონას“ ფეხბურთელები – განაპირა მცველი ჟორდი ალბა და საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი.

ოლიმპიური ნაკრები უნდა დაკომპლექტდეს 23 წლამდე ფეხბურთელებით, ასევე შესაძლებელია განაცხადში უფროსი ასაკის სამი მოთამაშის შეყვანა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი 22 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.