სერხიო რამოსი - ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე კარანტინამდე
სერხიო რამოსი - ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე კარანტინამდე

მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი აცხადებს, რომ ფიზიკური ფორმის მხრივ ახლა უფრო კარგად გრძნობს თავს, ვიდრე კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინამდე.

„ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე კარანტინამდე. მთელი სერიოზულობით მოვეკიდე სიტუაციას და დიდი ყურადღება მივაქციე დიეტის დაცვას, ასევე დასვენებისა და მუშაობის ბალანსს. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს პერიოდი გაიწელებოდა და იმთავითვე დავიწყე მუშაობა საკუთარ თავზე“, – მოჰყავს რამოსის სიტყვები ესპანურ გამოცემა „მარკას“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის თითქმის ყველა ეროვნული ჩემპიონატი განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. რაც შეეხება კონკრეტულად ესპანეთის ლიგას, აქ მადრიდის „რეალი“ მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ „ბარსელონას“ ორი ქულით ჩამორჩება.