სერხიო რამოსი - აიაქსთან ყვითელი ბარათი შეცდომა იყო
სერხიო რამოსი - აიაქსთან ყვითელი ბარათი შეცდომა იყო

მადრიდის რეალის კაპიტანმა სერხიო რამოსმა აღიარა, რომ არ იყო მართალი, როცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, აიაქსის წინააღმდეგ მიმდინარე მატჩისას, ყვითელი ბარათი მიიღო და განმეორებითი მატჩის გამოტოვება მოუწია.

„იყო თუ არა ამსტერდამში ჩემს მიერ მიღებული ყვითელი ბარათი შეცდომა? რა თქმა უნდა. დიახ, მე 200 პროცენტით ვაღიარებ ჩემს ბრალს“, – დაწერა სერხიომ თავის ინსტრაგრამში.

პირველი მატჩში შემდეგ, რომელიც რეალმა სტუმრად 2:1 მოიგო, რამოსმა ჯერ განაცხადა, რომ შეგნებულად მიიღო გაფრთხილება, შემდეგ კი უარყო თავისი სიტყვები.

განმეორებით მატჩში, რამოსის გარეშე, რეალმა 1:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.