სერხიო რამოსი 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მცველია
სერხიო რამოსი 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მცველია

მონაკოში უეფა-ს გალა-წარმოდგენაზე 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მცველი გამოავლინეს. ისევე როგორც მეკარის ნომინაციაში, აქაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გაიმარჯვა – პრიზი გადაეცა სერხიო რამოსს.
მან ამ ნომინაციაში აჯობა ასევე „რეალის“ ფეხბურთელებს – მარსელოსა და რაფაელ ვარანს.

გასულ სეზონში სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.