სერხიო პეტისმა „ბელატორთან" კონტრაქტი გააფორმა
სერხიო პეტისმა „ბელატორთან" კონტრაქტი გააფორმა

„ესპნ-ის“ (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ზე-მსუბუქი წონითი დივიზიონის აწ უკვე ყოფილმა მებრძოლმა სერხიო პეტისმა კონტრაქტი „ბელატორთან“ გააფორმა.

წყაროს ცნობით, პეტისი „ბელატორში“ არაერთ ბრძოლას გამართავს, რადგან მან ლიგასთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ სერხიო პეტისი აქამდე აბსოლურ საბრძოლო ჩემპიონატში გამოდიოდა. შერეულ ორთაბრძოლებში მას სულ 23 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 18 მოგებული აქვს.

სერხიო პეტისის ძმა, ენტონი პეტისი, დღემდე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ასპარეზობს.