სერხიო ბუსკეტსი სამწვრთნელი კარიერას იწყებს #1TVSPORT

21:55, 22.07.2026
Former FC Barcelona star Sergio Busquets, shown during a July 2022 press conference preceding a friendly match against Inter Miami, is finalizing a deal to join the MLS club. (Matias J. Ocner/Miami Herald/Tribune News Service via Getty Images)

„ბარსელონას“ ყოფილ ნახევარმცველს, სერხიო ბუსკეტს სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს, – იტყობინება გაზეთი Diario Sport-ი.

ამ დღეებში 38 წლის ესპანელი „ბარსელონას“ საწვრთნელ ბაზას ეწვია, სადაც მოლაპარაკებები გამართა იმის შესახებ, რათა მოხვდეს „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდის სამწვრთნელო გუნდში, რომელსაც სათავეში უდგას კატალონელთა კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ჟულიანო ბელეტი. „ბარსელონა B” ესპანეთის მეოთხე დივიზიონში გამოდის.

ბუსკეტს სურს, მიიღოს სამწვრთნელო მუშაობის გამოცდილება, პარალელურად კი ლიცენზია აიღოს იქამდე, სანამ თავად გახდება მთავარი მწვრთნელი.

აღნიშნავენ, რომ კლუბში ძალიან პოზიტიურად უყურებენ იმას, რომ ბუსკეტსის მასშტაბის ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერის დაწყების სურვილი გამოთქვა და ახალ საქმეში მის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებენ. მაგრამ ამ მომენტისთვის ბუსკეტსს უნდა, ზედმეტი ყურადღების გარეშე იმუშაოს და გამოცდილება დააგროვოს.

სერხიო ბუსკეტსმა კარიერა გასული წლის დეკემბერში, „ინტერ მაიამიში“ MLS-ის ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაასრულა.

მსგავსი