სერხიო ბუსკეტსი - მესის გარეშე 5:1 გამარჯვება დიდი წარმატებაა
სერხიო ბუსკეტსი - მესის გარეშე 5:1 გამარჯვება დიდი წარმატებაა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის რეალის განადგურების (5:1) შემდეგ განაცხადა, რომ მესის გარეშე ესეთი ანგარიშით განმარჯვება უდიდესი წარმატებაა. ბუსკეტსმა აგრეთვე დაამატა, რომ კატალონიელებმა მადრიდელების ზეწოლის დაძლევა შეძლეს.

„ეს ფანტასტიკურია, მოუგო „რეალს“ 5:1 მესის გარეშე“, – მოჰყავს ბუსკეტსის სიტყვები კლუბის პრეს-სამსახურს, –  „ლეო გვეხმარება, როდესაც კლუბს აქვს პრობლემები, მაგრამ დღეს გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა“.

„ბარსელონამ“ ამ მოგებით 21 ქულა დააგროვა და პირველ ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა, რეალი კი 14 ქულით მე-9 ადგილზეა.