სერხიო ბუსკეტსი „ბარსელონას“ B გუნდის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს #1TVSPORT

16:10, 17.08.2026

ესპანელმა ფეხბურთელმა, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის უცვლელმა წევრმა, სერხიო სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.

ბუსკეტსი „ბარსელონას“ სარეზერვო (B) გუნდში იმუშავებს და მთავარი მწვრთნელის, ჟულიანო ბელეტის ასისტენტი იქნება.

ესპანელმა თავისი საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი „ბარსელონას“ მიუძღვნა, სადაც 2008-დან 2023 წლამდე პერიოდში 722 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

2023 წლიდან ის ამერიკულ „ინტერ მაიამიში“ თამაშობდა. ბუსკეტსმა ფეხბურთელის კარიერა წელს დაასრულა.

მსგავსი