სერხიო აგუერომ შეიძლება კიდევ ორი თვე გამოტოვოს
სერხიო აგუერომ შეიძლება კიდევ ორი თვე გამოტოვოს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გამოაცხადა, რომ გუნდის ფორვარდმა სერხიო აგუერომ შეიძლება კიდევ ორი თვე გამოტოვოს.

32 წლის ფეხბურთელი ივნისის შემდეგ არ თამაშობს, როცა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა.

„ვიცოდით, რომ მას სერიოზული ტრავმა აქვს. შესაძლოა, ის მზად იყოს 1-2 თვის შემდეგ. მას წინ აქვს ფიზიკური ფორმის აღდგენის პროცესი. სერხიოს დიდი დროს გაუცდა. ის არ განეკუთვნება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც სწრაფად იბრუნებენ ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობას“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გასულ სეზონში აგუერომ 32 მატჩში 23 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.