სერხიო აგუერო კარიერის განახლებას გეგმავს #1TVSPORT
სერხიო აგუერო კარიერის განახლებას გეგმავს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ პროფესიული კარიერის გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ აგუერომ თამაშს თავი 2021 წლის დეკემბერში დაანება გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„გუშინ ვფიქრობდი, რომ მინდა კარიერის განახლება. ექიმებმა მითხრეს, რომ ხუთი-ექვსი თვე უნდა ვყოფილიყავი ფეხბურთის გარეშე, მაგრამ უკვე მინდა ვარჯიში. „ინტერ მაიამის“ ჰქონდა ჩემთან კონტაქტი, მაგრამ უარი ვუთხარი“, – მოჰყავს აგუეროს სიტყვები გამოცემა Calciomercato-ს.