სერხიო აგუერო და ტიბო კურტუა ფორმულა 1-ის პილოტებთან ირბოლებენ
სერხიო აგუერო და ტიბო კურტუა ფორმულა 1-ის პილოტებთან ირბოლებენ

ფორმულა 1-მა გამოაცხადა ესპანეთის ვირტუალური გრანპრის მონაწილეები. რბოლა 10 მაისს გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებს ფორმულა 1-ის ექვსი პილოტი: შარლ ლეკლერი (ფერარი), ალექსანდრ ალბონი (რედ ბული), ანტონიო ჯოვინაცი (ალფა რომეო), ლანდო ნორისი (მაკლარენი), ჯორჯ რასელი და ნიკოლა ლატიფი (ორივე – უილიამსი).

პროფესიონალ პილოტებთან ერთად, გრანპრიში მიიღებენ მონაწილეობას მიწვეული ვარსკვლავები. ეს არის სამი ფეხბურთელი: „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო, „რეალის” მეკარე ტიბო კურტუა და „ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურ მელო.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეალური ჩემპიონატის სტარტი მინიმუმ ივლისამდეა გადადებული.