სერხიო აგუერო ავტორბოლებში მოსინჯავს ძალებს და ბრუკლინ ბექჰემს გაეჯიბრება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფორვარდი სერხიო აგუერო აპირებს მთლიანად შეცვალოს მოღვაწეობის სფერო საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ. როგორც გაზეთი The Sun წერს, ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა ავტოსპორტით დაკავდეს.
იტყობინებიან, რომ არგენტინელი ვარსკვლავების იმ სიაში იქნება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ Evo Sessions Формулы E-ს ახალ რბოლებში. აღნიშნული საავტომობილო სერია საშუალებას მისცემს 11 ცნობილ ადამიანს მიუსხდნენ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრომანქანების (GEN3 Evo) საჭეს. ამ ავტომობილს შეუძლია 1.82 წამში განავითაროს საათში 100 კილომეტრი სიჩქარე, რაც 30 პროცენტით მეტია ფორმულა 1-ის ბოლიდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცნობილია, რომ აგუეროს გარდა, პროგრამის მონაწილე იქნება ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დევიდ ბექჰემის ვაჟი ბრუკლინ ბექჰემი.
რბოლები მაიამიში 5-6 მარტს გაიმართება, მანამდე კი მონაწილეები ექვს კვირას გაატარებენ საწვრთნელ ბანაკში. ისინი გაივლიან ფიზმომზადებას, ინსტრუქტაჟს ტექნიკაზე, მძღოლების ქოუჩინგს და ივარჯიშებენ სიმულატორზე.
აღნიშნულ პროგრამაზე გადაიღებენ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა წელს შედგება.
აღვნიშნავთ, რომ სერხიო აგუერო ავტოსპორტის ძველი თაყვანისმცემელია. 2020 წელს, კარანტინის დროს, ის მონაწილეობას იღებდა ფორმულა 1-ის ვირტუალურ რბოლებში.