სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოხვდა
სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოხვდა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე არაფერია ცნობილი. შეჯახებისას, სერიოზულად დაზიანდა მარჯვენა წინა საბურავი.

გაზეთი „დეილი მირორი“ აზუსტებს, რომ ავარიისას აგუეროს სერიოზული ტრავმები არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ფორვარდმა ფეხის დაზიანების გამო არგენტინის ნაკრების ბოლო ორი მატჩი გამოტოვა და ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მზად პრემიერლიგის მორიგ ტურში სათამაშოდ. „სიტი“ ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას 19 ოქტომბერს „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართავს.

პრემიერლიგის პირველ რვა ტურში არგენტინელმა რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

აგუერო ასევე მოხვდა საავტომობილო ავარიაში 2017 წელსაც მოხვდა. მისი ტაქსი ამსტერდამში განათების ბოძს დაეჯახა. ფეხბურთელმა მაშინ ნეკნის მოტეხილობა მიიღო.

დატოვე კომენტარი