სერხიო აგუერო არგენტინის ნაკრებში ბრუნდება
სერხიო აგუერო არგენტინის ნაკრებში ბრუნდება

არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ოთხშაბათს, 2019 წლის კოპა ამერიკასთვის გაფართოებულ შემადგენლობას დაასახელებს. როგორც სააგენტო “როიტერი” (Reuters) წერს, 40-კაციან სიაში იქნება “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი სერხიო აგუერო. ის ეროვნულ გუნდში არ გამოუძახიათ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ. აგუეროს დაბრუნება განპირობებულია მიმდინარე სეზონში შედეგიანობით – ფორვარდმა 46 ოფიციალურ მატჩში 32 გოლი გაიტანა.

არგენტინის ნაკრები 23-კაციან საბოლოო შემადგენლობას ორი კვირის შემდეგ დაასახელებს.
კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან შვიდ ივლისამდე. ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა კოლუმბიასთან, პარაგვაისთან და ყატართან ითამაშებს.