სერიოზული საკადრო პრობლემები არ გვაქვს - თემურ ქეცბაიამ შოტლანდიასთან მზადებაზე ისაუბრა #1TVSPORT
სერიოზული საკადრო პრობლემები არ გვაქვს - თემურ ქეცბაიამ შოტლანდიასთან მზადებაზე ისაუბრა #1TVSPORT

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრებთან ერთად შოტლანდიაში გაფრინდა, სადაც 25 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას გამართავს.

„ცხადია, ამ წყვილში ფავორიტი შოტლანდიელები არიან, მით უფრო, რომ საკუთრ მოედანზე ითამაშებენ, თუმცა, უშანსოდ არც ჩვენ ვართ. გულშემატკივარს ვპირდებით, რომ კვიპროსის ნაკრებთან ქულებს იოლად ვერავინ მოიპოვებს.

კარგი იქნება, თუ ჩვენი ნაკრები შაბათს „ჰემპდენ პარკზე“ მეტოქეს გოლს გაუტანს. კვიპროსის ნაკრების პლუსი ის არის, რომ ყველა ლეგიონერი ნორმალურ მდგომარეობაშია და სერიოზული საკადრო პრობლემები არ გვაქვს“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

გლაზგოში გამართული მატჩის შემდეგ კვიპროსელები ერევანში გადაფრინდებიან და 28 მარტს სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.