სერია ა-ში ჩემპიონის გამოცნობა რთულდება. ჩაო მონტელა
სერია ა-ში ჩემპიონის გამოცნობა რთულდება. ჩაო მონტელა

მილანის” კიდევ ერთი უფერული მატჩის შემდეგ კლუბის მეპატრონეების მოთმინება ამოიწურა. ტორინოსთან ნათამაშები 0:0 ვინჩენცო მონტელასთვის ბოლო აღმოჩნდა როსონერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

“მილანმა” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ამით კი, 2007 და 1984 წლებში დამყარებული პირადი ანტირეკორდი გაიმეორა. კლუბის ხემძღვანელების გადაწყვეტილებით, ამ სეზონში გუნდს ჯენარო გატუზო უთავკაცებს, რომელიც ბოლო პერიოდში მილანის ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.

14 ტურში ორივე რომაულმა გუნდმა დაკარგა ქულები. “ლაციომ” , სტადიო ოლიმპიკოზე 94-ე წუთზე გაუშვა “ფიორენტინასგან“. ფლორენციელებს ქულა ბაბაკარმა გადაურჩინა, ზუსტად შესრულებული პენალტით . მანამდე მასპინძლები სტეფან დე ვრის მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლით იგებდნენ.

სერია ა-ში “რომას” 5 მატჩიანი მოგებათა სერია გენუაში შეწყდა . სტეფან ელ შაარავიმ 59-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, მაგრამ მალევე საკუთარ საჯარიმოში უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან რომაელთა კაპიტანი, დანიელე დე როსი გააძევა და თან 11–მეტრიანი დანიშნა, რომელიც ჯანლუკა ლაპადულამ აქცია გოლად და სეზონში პირველად გაიტანა. უმცირესობაში დარჩენილმა რომამ გენუიდან ქულის წამოღება მაინც მოახერხა 1:1

მოიგო სამივე ლიდერმა: “იუვენტუსმა” “კროტონეს” უმასპინძლა და თამაშის ბედი მეორე ტაიმის 20 წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა. პირველი გოლები გაიტანეს სეზონშო მატეა დე შილიომ და მეჰდი ბენატიამ, მანამდე კი მარიო მანჯუკიჩმა გახსნა ანგარიში. ტურინელებმა 3:0 მოიგეს.

მაურო იკარდიმ მორიგი 3 ქულა მოაპოვებინა “ინტერს“. 29-ე და 83-ე წუთებზე არგენტინელმა “კალიარის” 2 ჯერ გაუტანა. თავი გამოიჩინა მარსელო ბროზოვიჩმაც. პავილეტის მიერ გატანილი გოლი კი სარდინიელებისთვის მხოლოდ პრესტიჟის აღმოჩნდა. ინტერმა 3:1 გაიმარჯვა და კვალში უდგას ლიდერ “ნაპოლის.”

ნეაპოლიტანელებმა უდინეში მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. “უდინეზესთან” მატჩში, მაურიციო სარის გუნდმა დაწინაურება ჟორჟინიოს გოლით მოახერხა, რომელმაც თავისივე ცუდად დარტყმულ პენალტს დაამატა. როგორც აღმოჩნდა ეს ერთადერთი გოლი იყო თამაშში. “ნაპოლიმ” მინიმალური ანგარიშით მოიგო და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

მე–14 ტურის შედეგები:

იუვენტუსი 3:0 კროტონე
კალიარი 1:3 ინტერი
მილანი 0:0 ტორინო
ლაციო 1:1 ფიორენტინა
ჯენოა 1:1 რომა
უდინეზე 0:1 ნაპოლი
კიევო 2:1 სპალი
სასუოლი 0:1 ვერონა
ბოლონია 3:0 სამპდორია